გაკვეთილის გეგმა


                   გაკვეთილის გეგმა
 
მასწავლებლის სახელი,გვარი,     თეა ნინუა  
საგანი:  ბიოლოგია
სწავლების საფეხური/კლასი:  საშუალო- მეთერთმეტე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 4
გაკვეთილის თემა: გენეტიკური ტექნოლოგიები,გენური თერაპია
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო(წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს,აყალიბებს სამუშაო ჯგუფებს-მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იღებენ ფერად ფურცლებზე დაწერილ ნომრებს,რათა შემდეგ დაიკავონ ადგილი სამუშაო მაგიდასთან
ვერბალური კომუნიკაცია
ჯგუფური
დაფა.მარკერი,ფერადი ფურცლები ნომრებით
2 წთ
2
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს
დაიკავონ ადგილები ჯგუფის ნომრის მიხედვით
სასწავლო გაჩერებაზე,სადაც მაგიდაზე
მოთავსებულია დავალების შესასრულებლად
საჭირო ინსტრუქცია და რესურსები,საზღვრავს
სამუშაო დროს 6 წთ-ს და რთავს წამმზომს;მუშაობის
პროცესში მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეებს
და აკეთებს ჩანაწერებს შესაბამის ფორმაში.
მოსწავლეები ეცნობიან ინსტრუქციას,საჭიროების
შემთხვევაში ისმენენ მასწავლებლისაგან დამატებით
განმარტებებს და მუშაობენ,დროის ამოწურვის
შემდეგ გადადიან შემდეგ გაჩერებაზე და ასე,ვიდრე
არ იმუშავებენ ოთხივე გაჩერებაზე.თითოელ
გაჩერებაზე მუშაობისას ჯგუფი ამზადებს მოკლე
ანალიზს,რომელსაც გამოიყენებს
საპრეზენტაციოდ.
გაჩერება 1.საინფორმაციო ტექსტის
ანალიზი(ვერბალურ-ლინგვისტური
ინტელექტი,ვიზუალური სწავლების სტილი)
მოსწავლეები ეცნობიან საინფორმაციო ტექსტს
დამატებითი სახელმძღვანელოდან,ამოკრებენ
ძირითად ინფორმაციას და გადააქვთ ქაღალდზე
გაჩერება 2.“ვიდეოანალიზი“(სივრცითი
ინტელექტი,აუდიო-ვიზუალური სწავლის
სტილი).მოსწავლეები კომპიუტერში ხსნიან
მასწავლებლის მიერ მითითებულ
PP ფაილს,უყურებენ,აანალიზებენ და ინიშნავენ
მიღებულ ინფორმაციას.
გაჩერება3.“განმარტე,აღწერე,დახაზე,შეადარე“(ვერბა
ლურ-ლინგვისტური ინტელექტი,ვიზუალური
სწავლების სტილი)მოსწავლეები ავსებენ სქემას
მინიშნებების მიხედვით(განმარტე იმუნიტეტი
,აღწერე მისი ფორმები,დახატე მაკროფაგის

ზემოქმედება უცხო სხეულზე,შეადარე B და T
ლიმფოციტების ბრძოლის სტრატეგია)
გაჩერება 4.ცხრილის ანალიზი(მათემატიკური
რიცხვითი ინტელექტი,ვიზუალური სივრცის
სტილი).მოსწავლეებს ეძლევათ
ცხრილები,რომლებშიც მოცემულია დედისა და მისი
სამი ნაყოფის(სხვადასხვა ფეხმძიმობა)
ანტისხეულების ტიტრი,ამ ცხრილების მეშვეობით
მათ უნდა დაადგინონ რეზუს-კონფლიქტის
ალბათობა , გამოთქვან ვარაუდი,რომელი ცხრილი
ეკუთვნის  პირველ,მეორე და მესამე ბავშვს.ახსნან
თავიანთი მოსაზრება,
ვერბალური კომუნიკაცია
მუშაობა ტექსტთან
მუშაობა სქემაზე და ცხრილზე
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო,დაფა.ცარცი,,მასწავლებლის მიერ

მომზადებული PP  რესურსი,თაბახის
ფურცლები,წებოვანა ლენტი,ფერადი
ქაღალდები,მარკერები,წამმზომიანი საათი
24წთ
3
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების
ფორმებს,რათა მათ მოახდინონ
თვითშეფასება.შემდეგ თხოვს თითოეული ჯგუფის
წარმომადგენელს,გააკეთოს პრეზენტაცია და
განსაზღვრავს საპრეზენტაციო დროს 4 წთ.(ეს დრო
მოიცავს კითხვებზე პასუხსაც)
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას , პასუხობენ
სხვა ჯგუფის /მასწავლებლის კითხვებს,ახდენენ
თვით- და
ურთიერთშეფასებას
პრეზენტაცია
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური
ჯგუფური
ფლიპჩარტები,მარკერები
16 წთ
4
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
შეფასებას განმავითარებელი შეფასებით წინასწარ
გაწერილი რუბრიკებით,რომელიც შეიმუშავა
მოსწავლეებთან ერთად.მოსწავლეები ახდებენ
გაკვეთილის შეფასებას მასწავლებლის მიერ
მოწოდებული შეფასების ფორმებით,წერენ საკუთარ
კომენტარსა და სურვილებს.
თვითშეფასება,
ურთიერთშეფასება
კომენტარების გაკეთება
ინდივიდუალური
ჯგუფური
თვითშეფასების,ურთიერთშეფასებისა და გაკვეთილის შეფასების ფორმები
შეფასების რუბრიკები
3 წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:. მოსწავლე შეძლებს კვლევითი პროცედურის განხორციელებას,მონაცემთა აღრიცხვას,ანალიზსა და  და წარმოდგენას სხვადასხვა საშუალებებით(დიაგრამების,ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით)აღწერს დამოკიდებულებას მონაცემებს/ცვლადებს შორის
მოსწავლე იმსჯელებს გენური ინჟინერიის მიღწევების დადებით და უარყოფით მხარეებზე


მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა განმავითარებელი  შეფასების ფორმა
(ივსება თითოეული ჯგუფისათვის ცალ-ცალკე)
სრულად()           ნაწილობრივ()      არ შეინიშნება()
შეფასების კრიტერიუმები
მოსწავლე
-------------
მოსწავლე
-------------
მოსწავლე
-------------
მოსწავლე
--------------
გააზრებული აქვს აქტივობებთან დაკავშირებული დავალებები




შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი ჯგუფის მუშაობაში




ავლენს თანამშრომლობის მაღალ ხარისხს




დავალებას ასრულებს ხარისხიანად




იჩენს ინიციატივას







ჯგუფის პრეზენტაციის  შეფასების/თვითშეფასების ფორმა(მოცემულ შემთხვევაში ჯგუფში ერთი მოსწავლეა)
3-სრულად აკმაყოფილებს,2-ნაწილობრივ აკმაყოფილებს,1-ვერ აკმაყოფილებს
ჯგუფის ნომერი
1
2
3
4
იცავს დროის ლიმიტს




საუბრობს საინტერესოდ და დამაჯერებლად




აკეთებს დასკვნებს




მსჯელობს არგუმენტირებულად




დავალებები გააზრებულადაა შესრულებული






გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?

რა გააკეთე ამ გაკვეთილზე?

რა გამოგივიდა კარგად?რა იყო შენი წარმატების მიზეზი?{

რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო მიზეზი?

რა გინდა შემდეგში უკეთ გააკეთო?

გამოთქვი შენი სურვილი



ხელმოწერა: თეა ნინუა

No comments:

Post a Comment