პროექტები


                                                                სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:
„ვაკეთებთ ჩვენი ხელით,ვხედავთ ჩვენი თვალით-ვასკვნით“

პროექტის მთავარი იდეა:
,სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის,ზოოლოგიის მუზეუმისა და ექსპერიმენტორიუმის ვიზიტის შედეგად მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება ,რაც მიიღწევა მარტივი ექსპერიმენტების საკუთარი ხელით ჩატარებით,ფაუნის მრავალფეროვნების გაცნობის შედეგად მოსწავლე უკეთ დაინახავს კავშირს საარსებო  გარემოსა და ორგანიზმის აგებულებას შორის,ჩაწვდება ევოლუციის არსს,მის მიმართულებებს.მოსწავლეები მოახდენენ მიღებული ინფორმაციის ანალიზს,გააკეთებენ დასკვნებს,წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.
პროექტის აქტუალობა:
სასწავლო რესურსების დეფიციტის პირობებში მოსწავლეებს ექნებათ საშუალება ჩაატარონ ქიმიური ცდები,დაათვალიერონ ანატომიური მულაჟები და ციტოლოგიური პრეპარატები,გაეცნონ სხვა მოსწავლეთა  ნამუშევრებს,დაამყარონ კომუნიკაცია  და ითანამშრომლონ  სხვა სკოლების მოსწავლეებთან.,რასაც უდავოდ მოჰყვება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის საქმეში.
პროექტის მიზანი:
მოსწავლეები უნდა გავიდნენ ე.ს.გ-ის შემდეგ შედეგებზე:
VII კლასი: ბუნ. VII.1.მოსწავლეს შეუძლიაგანსაზღვროს  კვლევის საგანი და ეტაპები.
ბუნ. VII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება 
ბუნ. VII. 3.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით
ბუნ. VII.4,მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ბუნ. VII.7.მოსწავლე შეუძლია დაახასიათოს ცოცხალისამყაროს მრავალფეროვნება,იმსჯელოს სხვადასხვა  ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
IXკლასი: კვლ. IX.1.მოსწავლეს შეუძლიაგანსაზღვროს  კვლევის საგანი და ეტაპები.
კვლ. IX.2.მოსწავლეს  შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება 
 კვლ.IX.3. .მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით
კვლ. IX.4. ,მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ბიოლ. IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,დაუკავშიროს ორგანიზმის მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს.
X კლასი:  კვლ. X.1.მოსწავლეს შეუძლიაგანსაზღვროს  კვლევის საგანი და ეტაპები.
კვლ. X.2.მოსწავლეს  შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება 
 კვლ.X.3. .მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით
კვლ. X.4. ,მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
XI კლასი:  კვლ. XI.1.მოსწავლეს შეუძლიაგანსაზღვროს  კვლევის საგანი და ეტაპები.
კვლ. XI.2.მოსწავლეს  შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება 
 კვლ.XI.3. .მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით
კვლ. XI.4. ,მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
ბიოლ.XI.7.მოსწავლეს შეუძლია გამიოყენოსევოლუციის კონცეპცია ორგანული სამყაროს მრავალფეროვნების და მასში მიმდინარე ცვლილებების ასახსნელად.
მონაწილეთა ასაკი:
12-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერი-თებერვალი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩანაწერების დღიური ფოტომასალით
კედლის გაზეთი
სკოლის ბლოგზე განთავსებული პოსტები
პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ფლიპჩარტები,ფერადი ქაღალდები,მარკერები,თაბახის ფურცლები,ფოტოაპარატი,ფორმატის ქაღალდები კედლისგაზეთებისათვის
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.      იდეების კონკურსი და გამარჯვებული იდეის გამოვლენა
2.      სამეცნიერო პიკნიკზე გასატანი თემატურ ნამუშევრებზე მუშაობა(ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,პრეზენტაციების მომზადება)
3.      პრეზენტაციების შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკებით,საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენა
4.      სამეცნიერო პიკნიკზე გასამგზავრებელი ხარჯთაღრიცხვის შედგენა
5.      მონაწილეობა სამეცნიერო პიკნიკში
6.      შთაბეჭდილებების დღიურის შევსება,სკოლის ბლოგზე შესაბამისი ინფორმაციისა და ფოტოების განთავსება
7.      ზოოლოგიის მუზეუმსა და ექსპერიმენტორიუმში ვიზიტის  ხარჯთაღრიცხვის შედგენა
8.      ვიზიტი მუზეუმსა და ექსპერიმენტორიუმში
9.      კედლის გაზეთების გამოცემა,შთაბეჭდილებების დღიურის შევსება,ტესტების შევსება(ათვისებული მასალის რეალიზება)

პროექტის ხელმძღვანელი:
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელი თეა ნინუა
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
ninuatea@gmail.com


                                              პროექტის   ბიუჯეტი
                                            (ფასები დაახლოებითი)

      თანხა    (ლარებში)
%  წილი

პროექტის მთლიანი ღირებულება

600

თანადაფინანსება


200

33,3

                                                                პრეზენტაციის რუბრიკა 
                     კრიტერიუმები
სრულად/მიზნობრივად
ნაწილობრივ
სუსტად
 პასუხობს თემას


იყენებს განსხვავებულ წყაროებს


დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს


იყენებს თვალსაჩინოებას


 ეყრდნობა მიღებულ გამოცდილებას








 დავალების შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
სავსებით
ნაწილობრივ
სუსტად
დავალებას წარმოადგენს განსაზღვრულ ვადებში



დავალება სრულყოფილია



სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს



იცავს წერის კულტურას




ტესტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ზუსტად
საშუალოდ
სუსტად
ტესტში ახარისხებს ინფორმაციას



ამოიწერს/მონიშნავს და განმარტავს მთავარ სიტყვებს/ცნებებს



ტესტის დასამუშავებლად და გასააზრებლად იყენებს სქემებს, დიაგრამბს, აზრობრივ რუკებს



მსჯელობს და აკეთებს შესაბამის დასკვნებს








No comments:

Post a Comment